logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: არსებობს ორი მიზეზი, რომელსაც შეუძლია, გვაიძულოს ბირთვული იარაღის გამოყენება!
- +

3 მარტი. 2018. 02:44


 

„რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს?" - ამ შეკითხვას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში უპასუხა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შესაძლოა, ორი მიზეზით გამოიყენოს.


„არსებობს ორი მიზეზი, რომელსაც შეუძლია, გვაიძულოს ჩვენ ბირთვული იარაღის გამოყენება: თავდასხმა ჩვენზე ბირთვული იარაღის გამოყენებით ან თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით. თუმცა ამ შემთხვევაში - თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობას საფრთხე შეექმნება", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


ტელეკომპანია NBC-მ რუსეთის პრეზიდენტთან ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სრული ვერსია კი მოგვიანებით გადაიცემა ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner