დედის დღე ჩემს და ალბათ ბევრი თქვენგანის მეხსიერებას უხსოვარი დროიდან ახსოვს. დღე, რომელიც გაზაფხულის დადგომის მესამე დღეს, 3 მარტს აღინიშნება და გაღვიძებული ბუნებით სიმბოლურად ვულოცავთ ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს - დედას ყოჩივარდების, იებისა და ენძელების თაიგულით. დედისადმი მადლიერების გამოხატვის მოტივით ამ ტრადიციის არსებობა, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება საქართველოში, საფუძველს უდებს ოჯახებსა და კაცებს ამ ღირებული და ღირსეული პიროვნების - „დედის ხსოვნას". უნდა გვახსოვდეს ვინ არის დედა, რომელმაც უანგაროდ გააკეთა ბევრი რამ ჩვენთვის და პატივისცემას თუნდაც ამ სახით ნამდვილად იმსახურებს, რადგან როგორც მზე აგზავნის მზის სხივებს დედამიწაზე გასათბობად, ისე ათბობს თითოეულ შვილს დედის სიყვარული.
რატომ ავღნიშნავთ დედის დღეს მაინცდამაინც 3 მარტს და არა სხვა ნებისმიერ დღეს? დედის დღე პირველად 1991 წლის 3 მარტს აღნიშნულა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ იქნა დაკანონებული და ტრადიცია დღემდე ძალაშია, რომელსაც უკვე 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე ანაცვლებს.
არსებული ინფორმაციების თანახმად დედის დღეს რუსეთში აღნიშნავენ ნოემბრის თვის ბოლო კვირა დღეს, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში კი მაისის თვის მეორე კვირა დღეს.
„რეპორტიორი" ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!