logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გაგრძელების ბრძანებას ხელი მოაწერა
- +

3 მარტი. 2018. 10:45



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გაგრძელების ბრძანებას ხელი მოაწერა.


პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინაიდან „ვითარება უკრაინაში აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკისთვის უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს წარმოადგენს", 2014 წლის საპრეზიდენტო ბრძანების მოქმედების ვადა ერთი წლით გაგრძელდება.


პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანს აცნობა.


რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დასავლეთის ქვეყნებმა 2014 წელს უკრაინაში ვითარების გამო დააწესეს, შემდეგ კი რამდენჯერმე მოხდა მათი გაგრძელება. სანქციების მოხსნა მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner