logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე მანანა ნაჭყებიას: „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ შეგვადარებთ ძალიან გთხოვთ!
- +

27 აპრილი. 2016. 00:20


„ქალბატონო მანანა „ნაციონალურ მოძრაობას ნუ შეგვადარებთ ძალიან გთხოვთ"- მიმართა უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ მანანა ნაჭყებიას, რომელმაც ხელისუფლების პოლიტიკა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკასთან დააკავშირა.


ჩემი ბრალი არ არის თუ ხანდახან ემსგავსებით"- უპასუხა ნაჭყებიამ ნიშნიანიძეს, რასაც უმრავლესობის წევრისგან ასეთი ახსნა- განმარტება მოჰყვა:


„მსგავსება სხვა პარტიებთან მინახავს. მაგრამ მოდით, ნუ ვიქნებით არ დამნახავები. შევადაროთ საარჩევნო გარემო თუნდაც 2012 წლის და წინა ცხრა წელში ჩატარებულ არჩევნებს.  თუ ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯების დანახვა არ შეგვიძლია, მაშინ რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? მე ხომ არ ვამბობ, რომ იდეალურია, მაგრამ უნდა დავხვეწოთ."- განაცხადა ნიშნიანიძემ.  


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner