კიევის პოლიციის უფროსის ანდრეი კრიშჩენკოს განცხადებით, კიევში, დღეს პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა.
„არსებული ინფორმაციით, ექიმებს ექვსმა მომიტინგემ მიმართა. დაშავებულია პოლიციის 4 თანამშრომელი. საერთო ჯამში დაკავებულია 50 ადამიანი", - განაცხადა კრიშჩენკომ.
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დღეს დილით პოლიცია კარვების ქალაქში საგამოძიებო ქმედებებისა და ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.