ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, „რუსთავი 2"-ის ეთერში მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ საუბრობს.
სააკაშვილის თქმით, მას საქართველო ძალიან ენატრება.
„ძალიან მენატრება საქართველო, ვგიჟდები, ისე მენატრება. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვი არ მეპარება.
ჩავამთავროთ ეს არჩევნები, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდეთ, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, ვინც გაიმარჯვებს, ეს არის და ეს, ასე ვხედავ მე", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.