კიევში, პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებების დროს 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, ათობით აქტივისტი და პოლიციელი შეტაკებების შედეგად დაშავდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასამართლოს დადგენილების თანახმად, პოლიცია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში მოქმედებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს პოლიციამ ცხრა ხელყუმბარა, 5 საკვამლე ყუმბარა და „მოლოტოვის კოქტეილები" აღმოაჩინა.