logo_geo
eng_logo
ანტონ გერაშჩენკო: რადასთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი
- +

3 მარტი. 2018. 16:29



უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაშლილი „კარვების ქალაქის" დემონტაჟის დროს სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილის „სამეფო ტახტი" აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უკრაინელმა დეპუტატმა, შსს-ს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.


„უკრაინის პარლამენტთან ერთ-ერთ კარავში ნაპოვნია მიხეილ სააკაშვილის ტახტი, რომელიც ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშებში" გამოყენებული ტახტის მიბაძვით არის შექმნილი", - წერს დეპუტატი და ამის ამსახველ ფოტოს ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ „კარვების ქალაქის" დაშლა დაიწყო, რასაც მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოჰყვა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner