logo_geo
eng_logo
ქართველმა წყალბურთელებმა ისრაელის გუნდი 11:10 დაამარცხეს
- +

3 მარტი. 2018. 17:12



საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა.


რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა ისრაელს პირველი საპლეიოფო მატჩი 12:1 მოუგეს. დღეს, ნეთანიაში გამართულ შეხვედრას ფორმალური სახე ჰქონდა, თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც გამარჯვებაზე ითამაშა და 11:10 მოიგო.


ჩემპიონატი 14-28 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შედგება და უკვე ცნობილია ის 8 ნაკრები, რომელთაც იქ თამაში განაღდებული აქვთ: სერბეთი, მონტენეგრო, უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია და რუსეთი.


დარჩენილი ფინალისტების ვინაობა პლეი-ოფში ირკვევა და საქართველო-ისრაელის გარდა, წყვილები ასე გამოიყურება: საფრანგეთი-შვეიცარია (პირველი მატჩი 18:1), რუმინეთი-ჩეხეთი (20:5), პოლონეთი-გერმანია (2:21), ჰოლანდია-ლიტვა (28:7), პორტუგალია-სლოვაკეთი (4:16), ბელარუსი-მალტა (8:7) და უკრაინა-თურქეთი (8:8).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner