logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე: იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ
- +

3 მარტი. 2018. 18:51



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება გონივრულ ვადებში მოხერხდება.


„პირველი რიგში, თქვენი გაზეთის საშუალებითაც მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად ქვეყანას. ეს მართლაც მძიმე ტრაგედიაა. ამ ეტაპზე, ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები. ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა ფორმატებში. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის არა თანამდებობრივად, არამედ პიროვნულად გაუგებარია გარკვეული შეფასებების გაკეთება, რადგან ზოგიერთი ის შეფასება, რაც მე ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, შეიძლება ხელის შემშლელიც კი იყოს ამ პროცესისთვის. ამიტომ მთელ საზოგადოებას გვმართებს ამ მიზნის ირგვლივ კონსოლიდირება", - აცხადებს „პრაიმტაიმთან" საუბრისას გიორგი გახარია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner