logo_geo
eng_logo
ტრამპს სურს, მისმა სიძემ და ქალიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია დატოვონ
- +

3 მარტი. 2018. 19:02


 

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ მისმა შვილმა ივანკა ტრამპმა და სიძემ ჯარედ კუშნერმა პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა დატოვონ. თუმცა პირად საუბრებში ტრამპი მათ, პირიქით, ეუბნება, რომ უნდა დარჩნენ. ამის შესახებ „New York Times"  წყაროზე დაყრდნობით წერს.


გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპის მრჩეველთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ივანკა და მისი მეუღლე თეთრ სახლში თანამდებობებს ინარჩუნებენ.



„მრჩეველთა მეორე ნაწილი აღნიშნეს, რომ ტრამპმა წყვილს უთხრა, რომ ადმინისტრაციაში საქმიანობა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, რომ ადრე თვითონ სთხოვა აპარატის ხელმძღვანელს, ისინი თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა", - წერს გამოცემა.



გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი სიძით იმედგაცრუებულია და მას, როგორც „ტვირთს", ისე უყურებს.



გარდა ამისა, გაზეთი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის შვილები ფიქრობენ, რომ ადმინისტრაციის უფროსი ჯონ კელი თეთრ სახლში მათ ყოფნას მტრულად უყურებს.



მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი სიძით იმ აჟიოტაჟის გამოა უკმაყოფილო, რაც მედიაშია ატეხილი, რომელიც უკავშირდება კუშნერის კომპანიას და თეთრ სახლში საიდუმლო მასალებთან მის წვდომას.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner