logo_geo
eng_logo
ქართველი მეცო-სოპრანოს ტრიუმფალური დებიუტი მადრიდის თეატრის სცენაზე
- +

3 მარტი. 2018. 19:04


 


მადრიდის „ცარცუელას თეატრში" 90 წლის შემდეგ პირველად დაიდგა რუპერტო ჩაპისქარიშხალი", სადაც მთავარი პარტია მსოფლიოს სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა.


ესპანურმა პრესამ ქართველი მომღერლის ამ საპასუხისმგებლო დებიუტს ტრიუმფალური უწოდა.


ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველია, რომელიც წარსდგა მადრიდის „ცარცუელას თეატრის" სცენაზე. მას პარტინიორობას მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლები: კარლოს ალვარესი, ხოსე ბროსი, მარიონა კანტარერო და სხვები უწევდნენ.


სპექტაკლს ახლგაზრდა ესპანელი დირიჟორი გულიელმო გარსია კალვო დირიჟორობდა. წარმოდგენას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა ხუან ეჩანოვემ ნარატორის როლში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner