მადრიდის „ცარცუელას თეატრში" 90 წლის შემდეგ პირველად დაიდგა რუპერტო ჩაპის „ქარიშხალი", სადაც მთავარი პარტია მსოფლიოს სცენებზე წარმატებით მოღვაწე ქართველმა მეცო-სოპრანომ ქეთევან ქემოკლიძემ შეასრულა.
ესპანურმა პრესამ ქართველი მომღერლის ამ საპასუხისმგებლო დებიუტს ტრიუმფალური უწოდა.
ქეთევან ქემოკლიძე პირველი ქართველია, რომელიც წარსდგა მადრიდის „ცარცუელას თეატრის" სცენაზე. მას პარტინიორობას მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მომღერლები: კარლოს ალვარესი, ხოსე ბროსი, მარიონა კანტარერო და სხვები უწევდნენ.
სპექტაკლს ახლგაზრდა ესპანელი დირიჟორი გულიელმო გარსია კალვო დირიჟორობდა. წარმოდგენას განსაკუთრებული ელფერი შესძინა ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა ხუან ეჩანოვემ ნარატორის როლში.