logo_geo
eng_logo
სვეტიცხოვლის ტაძართან მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა
- +

3 მარტი. 2018. 19:36



მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


„2017 წლის 3 მარტს, მცხეთაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში 1966 წელს დაბადებულ გ. თ.-ს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მომხდარიდან მალევე შეძლეს და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

 

დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, სსკ-ს 117-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner