მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძართან მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა, - ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„2017 წლის 3 მარტს, მცხეთაში, ერთ-ერთმა მოქალაქემ სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში 1966 წელს დაბადებულ გ. თ.-ს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის იდენტიფიცირება მომხდარიდან მალევე შეძლეს და იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.
დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, სსკ-ს 117-ე მუხლით. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.