„ჩვენი პროფესია თამაშია. რა მნიშვნელობა აქვს, სად ითამაშებ, სერიალში, ფილმში თუ თეატრში", - აცხადებს მსახიობი იმედა არაბული გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში.
„ეგ მატრაკვეცობაა. ყველა ის მსახიობი, რომელიც ამბობს, რომ სერიალი არ ეკადრება, არის მატრაკვეცა და ტრიპაჩი. ჩვენი პროფესია თამაშია. რა მნიშვნელობა აქვს, სად ითამაშებ, სერიალში, ფილმში თუ თეატრში. სხვა თემაა, კონკრეტულად ის სერიალი მოგწონს თუ არა. მახსოვს ის პერიოდი, სერიალში წასვლა რომ ტეხავდა ვითომ და თეატრის ერთგულ ტიპად დარჩენა უფრო „სვეცკი პონტი" იყო, მაგრამ დღეს ძალიან გამოცდილი და ღვაწლმოსილი მსახიობები თამაშობენ სერიალებში. გადახედეთ ჰოლივუდს, 20 წელია სერიალებზეა გადასული, ნახეთ, როგორი არტისტები თამაშობენ როგორ სერიალებში და რაებს აკეთებენ. რამენაირად ჩვენ გვჯობიან განვითარებით ამ სფეროში",- განაცხადა არაბულმა.