„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს შემდეგნაირად ეხმიანება:
„რა ერთმორწმუნეობაზეა საუბარი? უიარაღო კაცი მოკლეს და ოჯახს მიცვალებულს არ აძლევენ..." - წერს ზვიად ტომარაძე.
22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს. ის 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.