logo_geo
eng_logo
ლუბა ელიაშვილი: ეს ჩვენი ბუტბუტი ღმერთს კი არა, ჩვენ გვჭირდება
- +

3 მარტი. 2018. 21:23



„ჰემორაგიული ინსულტი დამემართა. კაპილარი აღარ დამრჩა ტვინში, რომ არ გამწყდარიყო... საოცარ მწვანე მდელოზე აღმოვჩნდი, რომელიც ხალხით იყო სავსე. მათ შორის ჩემი ახლობლები, მეგობრებიც იყვნენ. დავით შალიკაშვილი გამოვარჩიე ყველაში, რომელიც 6 თვის გარდაცვლილი იყო. უცბად მამაჩემმა მოირბინა და მითხრა, ბებიაშენმა შემოგითვალა, შენი ადგილი აქ არ არისო და უკან გამომაგდო", -  აცხადებს გაზეთ „პრაიმ ტაიმთან" საუბარში ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი.


„მე ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ახლა ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე, იმისთვის მოხდა, რომ სამოთხეში მოვხვდე, რაკიღა ჯოჯოხეთში არ ყოფილა ჩემი ადგილი. ამ ამბით კიდევ ერთი კარგი რამ მოხდა. რწმენაში შევედი მართლა მთელი გულით. ახლა უკვე სულიერი მოძღვარი მყავს, მარხვის შენახვასაც ვცდილობ, ლოცვებსაც ვკითხულობ. და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩვენი ბუტბუტი ღმერთს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ნერვული სისტემა დავალაგოთ, დავამშვიდოთ. კიდევ ერთი რამ მაჩვენა ამ ავადმყოფობამ. როგორ ვუყვარვარ ადამიანებს, ეს ჩემთვის ბედნიერებაა, უდიდესი ბედნიერება. განსაცდელი ტყუილად არასოდეს მოდის. განსაცდელი დიდი სიკეთეა. მთელი ცხოვრება მეშინოდა უძლურების. აღმოჩნდა, რომ უძლურებაშიც არის თავისი სიამოვნება. ამ დროს ხედავ, რამდენ ადამიანს უყვარხარ და რამდენს უნდა შენთვის ხელის გამოწვდა", - განაცხადა ელიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner