logo_geo
eng_logo
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ სააკაშვილზე და მერაბიშვილზე ძებნა გამოაცხადა
- +

3 მარტი. 2018. 23:54



ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურამ სააკაშვილზე, მერაბიშვილზე და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რესი" ავრცელებს.


 „2004-2008 წლებში სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიძრა 166 სისხლის სამართლის საქმე, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს", - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა.


მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის თანამდებობის პირები, რომლებსაც „ოსი ხალხის გენოციდსა და სამხედრო დანაშაულების ჩადენაში მიუძღვით ბრალი".

 

„მათი რაოდენობა 45-ს აჭარბებს. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები", - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ვასილი პოლიაკოვმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner