logo_geo
eng_logo
„ასე ივიწყებენ ადვოკატები პროფესიას პოლიტიკური კეკლუცობის დროს“ - ნიკა გვარამიას და ოთარ კახიძის დაპირისპირება
- +

4 მარტი. 2018. 01:06



„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ოთარ კახიძეს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი ოთარ კახიძის მიერ ვანო ჯავახიშვილის მისამართით გაჟღერებული შენიშვნები გახდა.


ნიკა გვარამიამ ოთარ კახიძეს შემდეგი სახის პოსტი მიუძღვნა:

 

„განვმარტავ: ამით ადვოკატი კახიძე გვეუბნება, რომ ვანო ჯავახიშვილი შერჩევითად ხუმრობს. კერძოდ, გიგი უგულავას (მის ერთ დაცვის ქვეშ მყოფს) დასცინის და ვანო მერაბიშვილს (მის მეორე დასაცავს) - საეჭვოდ არა. თან, სავარაუდოდ, ვანოს სიმპათიას მეორე ვანოს მიმართ გვახსენებს, ქარაგმულ-ინტელექტუალური ნიშნისმოგებით. არადა, ვანო მერაბიშვილზე ბევრად მეტი განაჩენი დადგაო, დასძენს. 

 

აი, ასე ივიწყებენ ადვოკატები საკუთარ პროფესიას პოლიტიკური კეკლუცობის დროს და იწყებენ დასაცავის წინააღმდეგ საჯაროდ მოქმედებას. სირცხვილია ოთო კახიძევ.

 

p.s. ციხეში მჯდომებზე ვანო ჯავახიშვილის ხუმრობა არ მახსენდება, ტყუილად ცდილობ გამოსტყუო. არც უგულავაზე ხუმრობდა, როცა იჯდა", - წერს გვარამია.


პოსტის ქვეშ კი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ერთმანეთი უხამსი სიტყვებით გალანძღეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner