logo_geo
eng_logo
შსს-ს თანამშრომლებმა კახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
- +

4 მარტი. 2018. 10:34



შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

 

„პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც ხაშურში მცხოვრები პირი მართავდა.

 

სამართალდამცველებმა, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 10 კილოგრამი თევზი, გასაბერი ნავი და ელექტროშოკის აპარატი ამოიღეს.

 

გამოძიება ელექტროშოკის აპარატის გამოყენებით უკანონო თევზჭერის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს მე-300 მუხლის 1-ლი ნაწილით", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner