ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ირანის საფრთხე იქნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე განაცხადა.
„პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტთან ირანის საკითხს განვიხილავ. განვიხილავთ ირანის აგრესიას ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ასევე განვიხილავ სამშვიდობო პროცესს პალესტინელებთან", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ ტრამპს ებრაელი ხალხის სახელით ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლისთავზე ისრაელში აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებისთვის.
დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ხვალ გაიმართება.