logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ირანის საფრთხე იქნება
- +

4 მარტი. 2018. 12:52



ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა ირანის საფრთხე იქნება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე განაცხადა.


„პირველ რიგში, აშშ-ს პრეზიდენტთან ირანის საკითხს განვიხილავ. განვიხილავთ ირანის აგრესიას ჩვენს რეგიონში და განსაკუთრებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით. ასევე განვიხილავ სამშვიდობო პროცესს პალესტინელებთან", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.


ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ მადლობას გადაუხდის პრეზიდენტ ტრამპს ებრაელი ხალხის სახელით ისრაელის სახელმწიფოს შექმნის 70 წლისთავზე ისრაელში აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებისთვის.


დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა ხვალ გაიმართება. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner