logo_geo
eng_logo
შსს-მ ისანში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო
- +

4 მარტი. 2018. 14:41



ისანში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 


გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის მოკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.


შეგახსენებთ, რომ ისანში, ხის საამქროში ხანძარი დილით გაჩნდა. დამწვარია 3000 კვ.მ-ის ფართობი. საამქრო კომპანია „ჯორჯიან პროდაქსს" ეკუთვნოდა და მასში პროექტის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შინაური ცხოველებისთვის სადგომებს ამზადებდნენ, რომელიც ევროპის ქვეყნებში იყიდებოდა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი. ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner