logo_geo
eng_logo
არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
- +

4 მარტი. 2018. 17:36



არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ერთ-ერთ ცათამბჯენში ხანძრის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა.


ცეცხლი მერვე სართულზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.


შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო ბრიგადებმა, ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.


გავრცელებული ცნობით, შვიდი დაშავებულიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ხუთ მათგანს დასჭირდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner