logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეებს უფასო ჯანდაცვას და განათლებას სთავაზობს
- +

27 აპრილი. 2016. 10:46

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში, „მშვიდობის ინსიტუტში" სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებაც ისაუბრა.



 

საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებ მოქალაქეებს უფასო ჯანდაცვას და განათლებას სთავაზობს. ყინული დნება", - განაცხადა პრემიერმა.



თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ამ პროცესში სჭირდება პარტნიორების, განსაკუთრებით კი,  შეერთებული შტატების დახმარება.



„ორი დღის წინ 17 წლის ბიჭი დააკავეს „სამხრეთ ოსეთში" მხოლოდ იმისთვის, რომ ე.წ. საზღვარი, ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ასე ხდება ყოველდღე. აფხაზეთში, გალის რაიონში, მოსწავლეებს ქართულ ენაზე სწავლებას უკრძალავენ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერი ასევე გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ „შეთანხმებაზე"  ვლადიმრ პუტინის ხელმოწერას და აღნიშნა, რომ ეს მორიგი უკანონო ქმედებაა.



ამასთან, საქართველოს პრემიერი შეეხო ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების შესახებ მოსალოდნელ რეფერენდუმსაც და აღნიშნა, რომ ეს საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.



გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს „რეფერენდუმი"  შესაძლოა იყოს რუსეთის მხრიდან ბერკეტი საქართველოს NATO-სთან დაახლოების საწინააღმდეგოდ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner