logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მარტივ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ „ჩადება“ სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ვინმეს ჩავუდოთ!
- +

5 მარტი. 2018. 00:42


 

„ჩვენ მარტივ პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ „ჩადება", როგორც ასეთი, სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ვინმეს ჩავუდოთ", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა, იმედა დარსალიას შეკითხვაზე - ის ფაქტი, რომ შსს კამპანია „ არა ჩადებას" შეუერთდა, არის თუ არა იმის აღიარება, რომ პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკის ჩადების ფაქტები მართლაც ხდება.


„ეს არაფრის აღიარებას არ ნიშნავს. ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ ჩადება, როგორც ასეთი, სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ვინმეს ჩავუდოთ. პირველი იმიტომ, რომ ჩადება თითოეული კეთილსინდისიერი პოლიციელის, მისი ინტელექტისა და ეფექტურობის შეურაცხყოფაა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩადება არ გვჭირდება", - განაცხადა გახარიამ.


მინისტრის თქმით, იმ აღქმასთან მიმართებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა, შსს-ს ადვილად გასაგები გზავნილი აქვს.


„ჩვენ ჩადება არ გვჭირდება, ჩადებას არ ვაპირებთ და თუ ასეთი ფაქტი დაფიქსირდება, დადასტურების შემთხვევაში, ჩვენ ყველაზე პირველები და ყველაზე მკაცრები ვიქნებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო, სხვადასხვა ინსტიტუტი სულ უფრო და უფრო ჰუმანური ხდება, „რაც მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში - „ჩამიდეს", „მცემეს", დაცვის კომპონენტში და ზოგჯერ, ადვოკატირების მომენტშიც გარკვეული სტრატეგია ხდება".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner