logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილი ჩერნოვეცკის და ბურჭულაძეს პოლიტიკურ პარტნიორებად მოიაზრებს!
- +

22 თებერვალი. 2016. 17:14



„ავანტიურისტი სააკაშვილი, რომელიც ესწრაფვის ხელისუფლების კვლავ ხელში ჩაგდებას, ლეონიდ ჩერნოვეცკის და პაატა ბურჭულაძეს მოიაზრებს თავის პოლიტიკურ პარტნიორებად", - ამის შესახებ „სახალხო კრების" დამფუძნებელმა ირაკლი ბათიაშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა. მისი თქმით, ამ პოლიტიკურ ძალებს შორის კოალიცია არ შედგება, მაგრამ სავარაუდოა, რომ მათ მომავალ პარლამენტში ითანამშრომლონ.

 

„ლეონიდ ჩერნოვეცკის და პაატა ბურჭულაძეს რომ მოიაზრებს თავისიანებად სააკაშვილი, ამაზე ის საუბრობს სატელეფონო საუბარში ადეიშვილთან. გარდა ამისა, არსებობს სხვა წყაროები, რომელიც ამ ინფორმაციას ადასტურებს. ჩერნოვეცკის არ ვიცნობ, არ ვიცი მისი პიროვნება, მრწამსი, არც მისი მსოფლმხედველობა. ბურჭულაძე მისი ქველმოქმედებით და საოპერო ხელოვნებით ჩემთვისაც და ყველასთვის ცნობილია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისევე როგორც ჩერნოვეცკის, მათ პოლიტიკურ მიზნებს არ ვიცნობ, რა მიზნები აქვთ, რა ამოძრავებთ, არ ვიცი. მათ სააკაშვილი მოიაზრებს მოკავშირეებად, მასზე დამოკიდებულ ძალებად, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობას" არ აქვს სერიოზული რესურსი, რაღაც წარმატებას მიაღწიოს, ამიტომაც სხვა ძალების გაძლიერებას ცდილობს. სააკაშვილი ამბობს, ბურჭულაძეს და ჩერნოვეცკის უნდა დავეხმაროთო. დახმარება გულისხმობს როგორც სატელევიზიო პიარს და პროპაგანდას, ასევე მატერიალურს. სააკაშვილი ამას რისთვის აკეთებს - სურს, კომპრომენტაცია გაუკეთოს ამ ორ ძალას, თუ მართლა ასეა, გასარკვევია და მე ამის მტკიცება არ შემიძლია", - განაცხადა ბათიაშვილმა.

 

ბათიაშვილის თქმით, ამ პარტიებს შორის კოალიცია არ შედგება. „ყველა ცალ-ცალკე აიღებს გარკვეულ პროცენტებს და მერე უკვე პარლამენტში ექნებათ ფორმალური ან არაფორმალური გაერთიანება", - აღნიშნა ბათიაშვილმა.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner