logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: 14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს ვერ მუშაობს, რაც სწორია!
- +

5 მარტი. 2018. 02:19


 

„14 წლამდე მოზარდები მსუბუქი დანაშაულისთვის პასუხს საერთოდ არ აგებენ, მათთან შსს საერთოდ ვერ მუშაობს, რაც სწორია", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა" განაცხადა.


„ალბათ, სწორია, რომ 14 წლამდე მოზარდებთან, მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან, პირველ რიგში, პედაგოგები მუშაობდნენ. ჩვენ კანონმდებლობის იმ ჩარჩოში ვართ, როდესაც 14 წლამდე მოზარდები დანაშაულს ჩადიან, ფაქტს ვაფიქსირებთ, იდენტიფიცირებას ვახდენთ და ვუშვებთ, იქიდან გამომდინარე, რომ 14 წლამდე მოზარდებს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ", - განაცხადა გახარიამ.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფერირების სისტემა, რომელსაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები მართავს, მისახედია და მის ამუშავებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner