logo_geo
eng_logo
თურქეთში, უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ს საელჩოს დროებით დახურავენ
- +

5 მარტი. 2018. 10:05



ამერიკის საელჩომ თურქეთში, საკუთარ გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა.  განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება 5 მარტს მუშაობასა და სტუმრების მომსახურებას დროებით წყვეტს. მიზეზად ის სახელდება, რომ საელჩოს უსაფრთხოებას დაემუქრნენ.


განცხადებაში არ წერია, რამდენ ხანში განახლდება დაწესებულებაში მუშაობა. იქამდე მხოლოდ საგანგებო სერვისები, მათ შორის ცხელი ხაზის მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი.


სავიზო მომსახურებას საელჩო მუშაობის აღდგენამდე შეწყვეტს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner