ამერიკის საელჩომ თურქეთში, საკუთარ გვერდზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უწყება 5 მარტს მუშაობასა და სტუმრების მომსახურებას დროებით წყვეტს. მიზეზად ის სახელდება, რომ საელჩოს უსაფრთხოებას დაემუქრნენ.
განცხადებაში არ წერია, რამდენ ხანში განახლდება დაწესებულებაში მუშაობა. იქამდე მხოლოდ საგანგებო სერვისები, მათ შორის ცხელი ხაზის მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი.
სავიზო მომსახურებას საელჩო მუშაობის აღდგენამდე შეწყვეტს.