logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მე, როგორც შს მინისტრი, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას მარტო ვერ გადავწყვეტ
- +

5 მარტი. 2018. 11:44



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით ისაუბრა.


„მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამ პრობლემას მარტო ვერ გადავწყვეტ. როგორც ჩანს, შემაკავებელი ორდერების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რაღაც პერიოდში, საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. ეს არ არის მხოლოდ სამართალდარღვევის, ან ძალადობის თემა. ეს ცოტა უფრო რთული პრობლემაა, ალბათ, სოციო-კულტურულიც. ჩვენი ფუნქციაა კანონის ობიექტურად და ზედმიწევნით აღსრულება. მსგავს პრობლემას მხოლოდ შემაკავებელი ორდერებით ვერ მოვერევით. საჭიროა, კულტურულ-საგანმანათლებლო კომპონენტის ჩართვა", - განაცხადა გახარიამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner