logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისეთ საფრთხეს, რომელიც მოუგვარებელია, ვერ ვხედავ
- +

5 მარტი. 2018. 11:45




„ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისეთ საფრთხეს, რომელიც მოუგვარებელია, ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, გარკვეული რისკები არსებობს, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ობიექტურიც, თუმცა ყველაფერი არის იდენტიფიცირებადი და მოგვარებადი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„ფაქტია, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა იზრდება. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ამ რისკს დააზღვევს. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, გარკვეულწილად უკავშირდება კრიმინალური კომპონენტის ზრდასაც, თუმცა ამ მხრივ სახეზეა მცირედი ზრდა და არავის არასდროს უთქვამს, რომ ეს არის კრიტიკული კომპონენტი, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ვიზა-ლიბერალიზაციას. მიუხედავად ამისა, რისკი, რომელსაც ჩვენი ევროპელი კოლეგები ხედავენ, რომ არ მოხდეს პირდაპირი კავშირი თავშესაფრის მაძიებლებსა და კრიმინალურ კომპონენტს შორის, ეს ცხადია, არსებობს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ კიდეც", - განაცხადა გახარიამ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner