logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შეიძლება გაზრდილიყო, ამის მოლოდინი ჩვენც გვქონდა
- +

5 მარტი. 2018. 11:53



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.


გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს.

 

„ჩვენ ვაძლიერებთ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტს. ეს ინსტრუმენტი ისედაც ძალიან ეფექტურად მუშაობს. იგეგმება რაოდენობრივი ზრდა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ ამ თვეში უკვე საბოლოოდ გავაფორმებთ ხელშეკრულებას ევროპოლთან. საქართველო უკვე როგორც ევროპოლის სრულფასოვანი წევრი, მიიღებს კონკრეტულ შედეგებს როგორც ინფორმაციის 24-საათიან რეჟიმში გაცვლის, ისე ბევრი სხვა კუთხით. ასევე, ვგეგმავთ მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგალითად, რთულდება გვარის შეცვლის პროცედურა. ანუ გაჩნდება რაღაც ინფორმაციული კომპონენტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, გაირკვეს, შეცვლილი აქვს თუ არა პიროვნებას გვარი. დაწყებულია ფართო საინფორმაციო კამპანია. ის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შეიძლება გაზრდილიყო, ამის მოლოდინი ჩვენც გვქონდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც, თუმცა მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერზე როგორ რეაგირებს სახელმწიფო", - განაცხადა გახარიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner