logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტთან შეხვედრა გამართა
- +

27 აპრილი. 2016. 10:49



გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში,  გიორგი კვირიკაშვილი  ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა.


საუბარი შეეხო  ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც წარმატებული თანამშრომლობით არის გამყარებული. გამოითქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.


სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა.  


გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და  ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე  მხარდაჭერისთვის.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner