logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: საქართველოში ნარკოტრაფიკის ორი წყაროა...
- +

5 მარტი. 2018. 12:27




„ჩვენი ქვეყანა კი არის უსაფრთხო, მაგრამ რეგიონი ხდება ძალიან გამომწვევი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.


„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ტურბულენტობა საკმაოდ მაღალია. ვგულისხმობ ნარკოდანაშაულსაც. რუკას რომ შეხედოთ, საქართველოში ნარკოტრაფიკის ორი წყაროა - ირანი, საიდანაც შემოდის „ჰეროინი", და თურქეთი, საიდანაც შემოდის ქიმიური ნარკოტიკები. შარშან ამ დროს, ირანიდან საქართველოში იყო სამი რეისი, წელს იქნება პლუს ათი. არის ეს გამოწვევა? რა თქმა უნდა, კი. რეგიონში უსაფრთხოების მოთხოვნა სულ უფრო და უფრო პრიორიტეტული და მოთხოვნადი გახდება და ეს უნდა იყოს ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, დასავლური ინსტიტუტებით, დასავლური ფასეულობებითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით - ეს არის ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მთავარი მიზანი. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი ქვეყანა წარმატებული და სასურველი ადგილი, როგორც სტუმრებისთვის, ისე ჩვენი შვილებისთვის", - განაცხადა გახარიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner