logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ვიღაცასთან რაიმე საკითხში პაექრობისას შეიძლება წავაგოთ, მაგრამ ამის აღიარება არ შეგვეშინდება
- +

5 მარტი. 2018. 12:33



 

„არ გვეშინია არავისთან დისკუსიაში შესვლა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპის გამო: მუშაობას ვაწყობთ პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა.


გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფთან დისკუსიისთვის.

 

„ჩვენს გუნდში ბევრი ღირსეული ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალია. ჩვენს უწყებას რაც შეეხება, გვაქვს მიზანი, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ღია ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფისთვის. ამას არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ ვინმეს მოვეწონოთ. არ გვეშინია არავისთან დისკუსიაში შესვლა რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპის გამო: მუშაობას ვაწყობთ პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების საფუძველზე. ვიღაცასთან რაიმე საკითხში პაექრობისას შეიძლება წავაგოთ, მაგრამ ამის აღიარებაც არ შეგვეშინდება. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ სუბიექტური მიზეზების გამო არ შევიდეთ დისკუსიაში იქ, სადაც სიმართლე ჩვენს მხარესაა. ეს უწყება იქნება მაქსიმალურად ღია და ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია დისკუსიაში შემოსვლა. ჩვენ არ გვეშინია ღიაობის და არ გვეშინია დისკუსიის. საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში მართლწესრიგის დამყარება არ არის კატასტროფულად რთული ამოცანა, მაგრამ კრიმინალთან ბრძოლაში თუ ადამიანის უფლებების ნაწილი ხელიდან გაგვექცა, ეს გახდება ჩვენი ყველაზე სუსტი წერტილი. სწორედ ამიტომ შეიქმნა ადამიანის უფლებების დეპარტამენტი და ვგეგმავთ მთელ რიგ ცვლილებებს. ორგანიზებული დანაშაულის დამარცხებას ფასი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული", - განაცხადა გახარიამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner