logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძგური დარწმუნებულია, რომ საქართველო ზაფხულში ვიზა-ლიბერალიზაციას მიიღებს
- +

27 აპრილი. 2016. 11:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ზოგს ვიზა-ლიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია, მაგრამ ეს არ არის აბსტრაქტული თემა. ზვიად ძიძიგურმა გადაცემა „20/30"-ში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „რაც არ უნდა პარტიული ბოღმა გჭირდეს, უნდა გიხაროდეს შენი ქვეყნის განვითარება". მისივე თქმით, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის" ბოღმებისა, საქართველო იმდენად სწორი მიმართულებით მიდის, რომ ზაფხულში ვიზა-ლიბერალიზაციას მიიღებს.


მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგს ეს ვიზა-ლიბერალიზაცია აბსტრაქტულ თემად წარმოუდგენია. ეს არ არის აბსტრაქტული თემა. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე არის ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად. სრული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ ამ ადამიანების უცხოეთში ყოფნის ფორმალიზება მოხდეს. ასევე, რომ მათ შეძლონ საქართველოში ჩამოსვლა და ევროპაში ჩასვლა, როგორც ცივლიზებულ ადამიანებს შეეფერებათ",-განაცხადა ძიძიგურმა.

 

მისივე თქმით, ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხითაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია და ყველა ამას ელოდება.თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 500-მილიონიანი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნების, ყველაზე განვითარებული ბაზარი საქართველოსთვის ხდება სრულიად ღია და ჩვენ შეგვიძლია გავყიდოთ ჩვენი პროდუქცია ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.


როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ძალიან დაჩქარებული ტემპით დაიწყო ფორსირებულად კანონმდებლობის ევროსტანდარტებთანა შესაბამისობაში მოყვანა.

 

ამ საქმეების ძირითადი ნაწილი გაკეთებულია და სწორედ ამიტომ ჩვენ ველოდებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ძიძიგუმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner