ავტორი დინა მირცხულავა
ზღვაშ შურ უღუდუა (ზღვის სუნი ჰქონდა) - ასე მამაჩემმა თქვა აფხაზ პოეტ ნიკა ბაძაღუაზე.
ოცდახუთი წლის მერე მეგრულმა ოჯახმა აფხაზ ბიჭს უმასპინძლა.
ისმოდა „დოზოჯი", „მოზოჯი", „ძინა სიკეთე"...
ისმოდა ლექსები აფხაზურ, სვანურ, მეგრულ და ქართულ ენებზე...
თურმე რამდენი საერთო გვქონია...
ემოციაც ერთნაირი და გემოვნებაც...
ჰოდა, რა ვერ გავიყავით?!
ყველას გვეყოფოდა ზღვა, პალმებსაც დავრგავდით...
სანაპიროზეც დავეტეოდით...
აფხაზი ბიჭი თუ ასე კარგად საუბრობს მეგრულად, მეც ვისწავლიდი აფხაზურს, იმდენს მაინც, რომ სიყვარული ამეხსნა...
მე და ნიკა ბაძაღუას არ გვაქვს ერთმანეთის სისხლში ხელები გათხვრილი, ამიტომაც თამამად გავუწოდეთ ხელი ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ პაპის ნაჭამი ტყემალი ჩვენ არ მოგვჭრის კბილებს....