logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: თეა წულუკიანი ღირსებითაც და განათლებითაც ყველა ცნობად ჩინოსანზე წინ დგას!
- +

5 მარტი. 2018. 20:38


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ჩემი დასასახელებელი რომ იყოს, პრეზიდენტის კანდიდატურა დავასახელებდი, იმ თეა წულუკიანს რომელსაც სვარაუდოდ არ დაასახელდება, მისი გვარის ხსენებაზე ამ პოსტზე სინქრონულად ერთხმად ახორხოცდენ ნიკა გვარამიასებრი არსებები და რომ კითხო ნაც რეჟიმთან „მეომრები" კრებითი სახელით „შალო ნათელაშვილები".

რატომ თეა?

ყველაზე არაკოჰაბიტი ჩინოსანი. პრინციპული, განათლებული და შეუპოვარი, არაპოპულარული თავისთვის საზიანო, მაგრამ ქვეყნისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიმღები, კერკეტი კაკალი ათასგვარი შავი პიარის ამტანი ( მათ შორის მედოლეების აგდებული „უდიპლომობა") ის ერთნაირად ეჩხირება ყელში გონებასუსტ შავრაზმელებსაც და „ნავაროჩენ ენჯეოშნიკებსაც"... არ ვიცი ვინ როგორ მაგრამ ღირსებითაც და განათლებითაც ყველა ცნობად ჩინოსანზე წინ დგას ჩემთვის", - წერს თოფურია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner