„ნაციონალური მოძრაობა" კარგა ხანია საკუთარი პარტიული ინტერესების გამო, დასავლეთში ქვეყნის დამაზარალებელ საქმიანობას ეწევა", - ამის შესახებ „კვირის პალიტრას" ალექსანდრე თვალჭრელიძემ განუცხადა.
ექსპერტის თქმით, იყო თუ არა ევროპარლამენტარების კითხვები „ნაციონალური მოძრაობის" შეკვეთა, ძნელი სათქმელია.
„შესაძლოა, გარკვეული ფონის ან არასწორად მიწოდებული ინფორმაციის წყალობით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც არსებობდეს კრიტიკული აზრი. მთავარია, კვირიკაშვილმა კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", მისი მოქმედება ჰგავს ადამიანის ორგანიზმში არსებულ მავნე ბაქტერიას, რომელიც მუდმივად გვჭამს. ჩემი აზრით, როგორც ფაშისტური პარტია, ესეც უნდა გასამართლებულიყო და აკრძალულიყო. ვითომ მათი აზრით, „პრორუსული" „ქართული ოცნება" ამაზე არ წავიდა... არადა, რომ წასულიყო, იყვირებდნენ ცოტა ხანს და შემდეგ ქვეყანა დაისვენებდა", - განაცხადა თვალჭრელიძემ.