logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: აჰა, დალია მიხომ ბოლომდე და ისევ დაუცურდა კრამიტები!
- +

6 მარტი. 2018. 02:19



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, საქართველოს ყოფილი მოქალაქე, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის ყოფილი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, იგივე „მიშჰაუნზენი" ჩვეულ ფორმაშია - ის თავის მცირერიცხოვან მომხრეებს (საქართველოში) კვლავაც აბოლებს:


„ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ უნდა დავბრუნდეთ საქართველოს ხელისუფლებაში უკვე 2018 წელს. როგორ უნდა განვახორციელოთ ეს და ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფონზე ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო. ეს სრულიად რეალისტური ამოცანაა.

 

ივანიშვილი ბოლო წლებში ასეთი სუსტი არასდროს არ ყოფილა. ხალხს ის ბოლომდე სძულს, ყველა ყველაფერს მიხვდა, საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ნაწილს აეხილა თვალი, ყველამ დაინახა განსხვავება, ყველა ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროგრამა და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ქვეყნის ამ უბედურებიდან, ჭაობიდან ხელახლა ამოყვანა".


პრინციპში, გაუგებარია, „მიშჰაუზენი" აბოლებს თავის მომხრეებს თუ თავისი მომხრეები აბოლებენ „მიშჰაუზენს". კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს? ორივე შემთხვევაში შედეგი ერთია - დაუსრულებელი ბოდვა. ვააა... თურმე ქართველი ხალხი მიხვდა, რომ „ნაცმოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის ამოყვანა შეუძლია უბედურებიდან და ჭაობიდან. კი, მაგრამ როდის იყო, თავად უბედურებას შეეძლო ვინმეს ან რამის ამოყვანა უბედურებიდან? ან კი რატომ ჰგონია რესტორნებს გამოკერებულ „მიშჰაუზენს", რომ ბიძინა ივანიშვილი სუსტია და ხალხს სძულს?!


მოკლედ, მას შემდეგ, რაც მიხომ გვირაბის გათხრა ვერ შეძლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ახლა ისევ დაეწყო ჰალუცინაციები დღევანდელი ხელისუფლების დამხობის თაობაზე. უნდა ჩამოვშალოთო... 2018 წელს ძალაუფლება უნდა დავიბრუნოთო. ბატონო მიხო, თან ჩაიცვით, „სკვაზნიაკმა" არ დაგიბეროთ თქვენ, მეგი გოცირიძეს, მაია ორჯონიკიძეს, კობა ხაბაზს და ბადრი შუბლაძეს. მეტი აღარავინ დაგრჩათ მომხრეებს შორის, თორემ კიდევ ჩამოვთვლიდი.


პატივცემულო საზოგადოებავ, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა ამსტერდამის ერთ-ერთი რესტორნიდან გვაცნობა, ახლა კი შემიძლია ბოლომდე დავლიოო. აჰა, დალია ბოლომდე და დაუცურდა კიდევაც კრამიტები, რას ერჩით?!


გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner