logo_geo
eng_logo
ზვიად ძიძიგური: ადამიანები, რომლებიც ევროპული გზის წინააღმდეგ წავლენ, წავლენ რეფერენდუმის წინააღმდეგ
- +

27 აპრილი. 2016. 11:02



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გადაწყვეტილებაზე კოალიციის წევრმა პარტიებმა ოფიციალურ დოკუმენტზე ხელისმოწერით განაცხადეს თანხმობა. ძიძიგურის თქმით, კოალიციის წევრი პარტიები დღემდე ამ იდეების ერთგულები არიან.


კითხვაზე, ვინ იგულისხმება პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში, რომელმაც არცთუ ისე ნორჩი ლენინელ-სტალინელები ახსენა ევროინტეგრაციის საფრთხეებად და როგორ უნდა დარეგულირდეს, ვინ რა განცხადება გააკეთოს, ძიძიგურმა განაცხადა, რომ კოალიცია ერთ პოზიციაზეა ჩამოყალიბებული.


ოფიციალურ პოზიციად, გნებავთ კოალიციის, როცა კოალიცია არსებობდა, გნებავთ უმრავლესობის, ან თუნდაც პარტიის, არის ის, რაც ოფიციალურ დოკუმენტზე არის ჩამოყალიბებული. როცა კოალიციას ვქმნიდით, მაშინ ჩამოყალბებული ქონდა ჩვენი მიმართულებები, დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულების საკითხი და ყველა პარტიას, მათ შორის ქართულ ოცნებას", კონსერვატიულ პარტიას, მრეწველებს", რესპუბლიკელებს", ალასანიას პარტია იყო მაშინ, ეროვნულ ფორუმს", ყველას ჰქონდა მოწერილი ხელი ჩვენს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, NATO- თემაზე, თუ არ ჩავთვლით, რომ იყო ცალკეული განცხადებები, რომელიც არ ეხმარება, რბილად რომ ვთქვათ, დასავლური ინტეგრაციისკენ გადადმულ ნაბიჯებს, ძალიან ერთგულად ვიცავთ ამას", - განაცხადა ძიძიგურმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას.


მისი თქმით, მთელი საქართველოს მოსახლეობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ადამიანები, რომლებიც ევროპული გზი წინააღმდეგ წავლენ, წავლენ იმ რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში ჩატარდა და რომელზეც საქართველომ NATO-სა და ევროინტეგრაციასაც უთხრა თანხმობა, თანაც დიდი პროცენტული განსხვავებით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner