logo_geo
eng_logo
Amnesty International: რუსეთმა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ მიუკერძოებელი გამოძიება
- +

6 მარტი. 2018. 10:42



საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება:


„რუსეთმა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ დეტალური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილთან დაკავშირებით, ხოლო მისი ცხედარი ოჯახს უნდა დაუბრუნონ რაც შეიძლება მალე", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


Amnesty International თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ „არავის აქვს ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად მოსპობის უფლება".


„საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობაში მყოფი პირის გარდაცვალება უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და სრულფასოვანი, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, ჰყავდეთ წარმომადგენელი, რომელიც ექსპერტიზას დაესწრება", - აღნიშნულია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner