logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა არალეგალურად მოქმედი აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინა
- +

6 მარტი. 2018. 11:09



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში,  არალეგალური აზარტული თამაშების კლუბი გამოავლინეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ კომერციულ ფართში, სავალდებულო ნებართვის გარეშე,  ფუნქციონირებდა აზარტული თამაშების კლუბი, სადაც  არალეგალურად ტარდებოდა აზარტული თამაშები  - „პოკერი" და ე.წ. „რულეტკა". აღნიშნული კლუბის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონ ლარზე მეტი თანხა  შევიდოდა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  1-დან 3 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner