ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. როგორც მან „კვირის პალიტრას" განუცხადა, დიდი შეცდომაა მიღებული კანონი, რომელიც 2020 წელს უნდა ამოქმედდეს.
„ეს კატასტროფა იქნება. რატომ უნდათ ახლა გაუქმება? იმიტომ, რომ ჰყავთ ერთი ქარიზმატული ლიდერი და მისი საშუალებით სურთ პარლამენტში ბრბოს შეყრა. ეს კატეგორიულად მიუღებელია! მაჟორიტარულ სისტემაში ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ექსპერტი.