logo_geo
eng_logo
გია ჯაჯანიძე: ძალიან მინდა, ჩავიდე მოსკოვში და გადაცემა გავაკეთო, მაგრამ მეშინია!
- +

6 მარტი. 2018. 13:53



ძალიან მინდა, ჩავიდე მოსკოვში და გადაცემა გავაკეთო ქართველ ემიგრანტებზე, როგორც ვაკეთებ ამას საბერძნეთში, მაგრამ მეშინია", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ ტელეკომპანია „იბერიას" გადაცემაში „თავისუფალი სივრცე" განაცხადა, სადაც საუბარი რუსეთ-საქართველოში შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დამოკიდებულებას შეეხებოდა.


ჯაჯანიძე ასევე გამოეხმაურა რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ქეთა თოფურიას განცხადებას.


მე რამდენადაც ვიცნობ ქეთას, დარწმუნებული ვარ, რომ დაბნეულმა თქვა რაღაც... მე მართლა გულწრფელად ვამბობ, პოლიტიკურ თემებზე გადაცემებში არ მივდივარ, რადგან მესმის, ვერ ვიგებ და როცა ამას ვამბობ, მეუბნებიან - „შენ ხარ მოღალატე!" 2008 წელს როცა ის ავბედითი პერიოდი დადგა, ომის დროს, ჩემმა რუსმა მეგობრებმა დამირეკეს და მკითხეს, ჩვენ ხომ არ დაგვკარგავო. ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა... მე უბრალოდ მეშინოდა. მათ დამირეკეს, ვიღაც მომისმენდა და მეც ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი. როდემდე უნდა იყოს ეს იარლიყები, რაც საქართველოშია? გამოდის პოლიტიკოსი, ვიღაცას ეუბნება, რომ ის არის მოღალატე. არ არის მიამიტური ეს ჩემი წინადადება, დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ, რომ შედგეს რაღაც ათკაციანი ჯგუფი და ამ ათმა კაცმა გადაწყვიტოს, ვინ არის მოღალატე. ძალიან მინდა, ჩავიდე რუსეთში, მოსკოვში და გადაცემა გავაკეთო ქართველ ემიგრანტებზე, როგორც ვაკეთებ ამას საბერძნეთში და .. თუ როგორ ცხოვრობენ იქ, მაგრამ მეშინია. ვიზა მაქვს ჩარტყმული და შემიძლია წავიდე, მართლა მეშინია, რომ ვიღაც იტყვის, ჯაჯანიძე მოღალატეა, არადა, მინდა, იმ ხალხს შევხვდე, გავიგო მათი ტკივილიც ისე, როგორც საბერძნეთში ჩავდივარ. ძალიან ცუდი ტენდენციაა და ამ კუთხი ჩვენ ვართ დაღუპვის გზაზე", - განაცხადა გია ჯაჯანიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner