საჯარო ლექცია -„ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში" („Energy in the 21st Century") - გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარე პროფ. როჯერ ქაშმორი ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ლექციას წაიკითხავს.
მიმდინარე წლის 23 თებერვალს, 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/ პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში" .
როჯერ ქაშმორი ასევე არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე.
რუსთაველის ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია მეცნიერების პოპულარიზაცია და „STEM"-ის მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზანს ემსახურება საგრანტო პროგრამები, რომელთა შორისაა „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი". კონკურსის გამარჯვებულები ძირითადად არიან საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწვლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსებშიც მონაწილეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ საქართველოს. მოსწავლეთა შორის „STEM"-ის მიმართულების განვითარება საქართველოს მომავალია.
პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას ქ. #49, თბილისი).
პრეზენტაციის ხანგრძლივობა: მოხსენება - 45 წუთი, დამატებით გათვალისწინებულია კითხვა-პასუხი. შეხვედრის სამუშაო ენაა ინგლისური.