logo_geo
eng_logo
ნინო გოგუაძის ინიციატივით, შშმ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
- +

27 აპრილი. 2016. 10:30



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო გოგუაძის ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

 

 

ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები, ასევე დღის ცენტრების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

 

როგორც საკრებულოს გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნინო გოგუაძემ აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებასა და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

 

გამოფენაზე გლდანის რაიონში მდებარე დღის ცენტრების ,,აისი", ,,ია" და მე-200 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები იყო გამოფენილი.

 

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის აქციაში, რომელიც პროფესიული გადამზადების ცენტრში მოეწყო, საკრებულოს დეპუტატებიც ჩაერთვნენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner