„არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდგომი დეტალები. არაოფიციალურ, სანდო წყაროზე დაყრდნობით ვასაჯაროებ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდგომ დეტალებს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორც წყარო იუწყება, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორში მკვლელობის შემდეგ გადასვენებული იყო მოსკოვში, სადაც მას ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა არ არის ამ ეტაპზე ცნობილი, თუმცა პირად საუბრებში ექსპერტები ადასტურებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია. ასევე დასტურდება ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის უახლოეს პერიოდში საქართველოში გადმოსვენების შესახებ", - წერს ქაცარავა.